გაკვეთილები


      გაკვეთილის მთავარი თემა
ვინ წავიდა კაჭკაჭების სკოლაში (შებრუნებული საკლასო ოთახი)
       სწავლების საფეხური

 დაწ. საფეხური     II კლასი

         საგანი.  პედაგოგი

ინტეგრირება:     ქართული, მათემატიკა
     შორენა ჩიტიშვილი

     მოსწავლეთა პროფილი
       26 მოსწავლე

             გაკვეთილის
    მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ის ხელს უწყობს
ლექსიკური მარაგის გამდიდრებას,კითხვის უნარ-ჩვევების
განვითარებას, მხატვრული ტექსტის 
გაგება -გააზრებას.



            გაკვეთილის
       მიზნები და შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:
ხმამაღლა  წაიკითხავს მარტივი წინადადებებით  შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს; შეეცდება დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ამბის გადმოცემისას გამოიყენებს მართებულ სიტყვა ფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიებს მითითებულ სიტყვებს
 (მაგ., პერსონაჟთა სახელებს, ცხოველს  და სხვ.)
·         maTematika: moaxdenen  გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იგივე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;

ესგ სტანდარტი:
ქართ.II. 3მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი

II. 4.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.

. II.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთეbiს წაკითხვა და გაგება.


        წინასწარი  ცოდნა


მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის წაკითხვა. პერსონაჟის
 მახასიათებლებზე საუბარი ტექსტის მიხედვით.


            შეფასების   საგანი და            პროცედურები


მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი კომენტარებით,
გავითვალისწინებ შემდეგ  კრიტერიუმებს:
განმარტავს სიტყვებს ,კითხულობს ტექსტს ,  მსჯელობს და გამოხატავს თავის აზრს,ახასიათებს პერსონაჟს. SeuZlia ricxvebis gaormageba.
გაკვეთილის ბოლოს თვითშეფასების მიზნით დავუსვამ კითხვებს:
. როგორ მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი
.რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად
.ვინ იყო ყველაზე აქტიური მისწავლე
.ბოლოს დაკვირვების შედეგად მე თვითონ გამოვიყენებ ანალიტიკურ შეფასებას.




        სასწავლომასალა
      და ტექნიკური რესურსები


PowerPoint-ში მომზადებული ელ.  წიგნი _ „ვინ წავიდა კაჭკაჭების სკოლაში?“
დაბეჭდილი ტექსტები,
აქტივობის ბარათebi
ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“, ვაიფაიs ქსელი.
ლამაზი ყუთი, ცხოველების ფოტოები,
ასაწყობი სიტყვების ნაკრები დავალებისათვის.


   გაკვეთილის მსვლელობა/
        saklaso menejmenti                                          



Iფაზა.  Iაქტივობa  წინა დღე. ბავშვებს გავაცნობ გაკვეთილის თემას. ვთავაზობ
„იდუმალ ყუთს“, სადაც მოთავსებულია ცხოველების სურათები
(ციყვის, დათვის, კოდალის..). მოსწავლე იღებს სურათს, ახასიათებს 3 წინადადებით. დანარჩენები გამოიცნობენ, თუ რა ცხოველია.
  

II აქტივობა. ასევე ვმუშაობთ უცხო სიტყვებზე, ვურიგებ აქტივობის ბარათებს ცხრილის
სახით და ვთხოვ თითოეულ სიტყვას გვერდით მიუწერონ /თვითონ რასაც
ფიქრობენ) განმარტება. პარალელურად ვწერთ დაფაზეც.
III აქტივობა: ამის შემდეგ ვუგზავნი ბუკებში ელექტრონტრონულ წიგნს და ვაძლევ დავალებას ყურადღებით უყურონ სახლში და შეავსონ ცხრილის მეორე სვეტი.

II ფაზა. ბავშვები სახლში გულდასმით კითხულობენ ტექსტს და ავსებენ ცხრილი მეორე სვეტს


C ფაზა.I-აქტივობა. 45 წუთიანი გაკვეთილის 15 წუთი დაეთმობა ცხრილის შევსებას ბოლომდე. მოსწავლეები ხსნიან და განმარტავენ თითოეულ სიტყვას თუ რატომ დაწერეს ეს თუ ის
სიტყვა კლასში და სახლში,ტექსტის წაკითხვის შემდეგ დაემთხვა თუ არა მათ მიერ დაწერილს.

II-აქტივობა.თითოეულ სლაიდს ვაკითხებ ბავშვებს ერთობლივად (გუნდური კითხვა). /5წუთი/

III-აქტივობა. სლაიდების წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვეკითხები შეძლეს ანგარიში ციყვებმა? მათი პასუხის შემდეგ, დაფაზე ჩამოვწერ რამდენი თხილი, წაბლი, წიფლის თესლი და მაჟალო შეჭამეს ciyvebma.
მაგალითების ჩაწერით ვანგარიშობთ ამის შემდეგ ვეკითხები გამახსენეთ როგორები იყვნენ ციყვები
/ღორმუcელები/ კიდევ უფრო ღორმუცელები რომ გავხადოთ ამ რიცხვებს რა გავუკეთოთ?/5წუთი/
IVაქტივობა. ღორმუცელის გარდა ჩვენი ციყვები დაბნეულებიც იყვნენ მათ დაეფანტათ წინადადებები მოდი დავეხმაროთ და ვურიგებ აქტივობის ბარათებს სადაც წერია არეულად წინადადებები და მათ უნდა დაალაგონ სწორად და გააკეთონ პრეზენტაცია. /5წუთი/
V-აქტივობა.თქვენ უკვე იცით როგორები არიან ამ მოთხრობის მოქმედი გმირები ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ მათი დახასიათება.  ისევ ჯგუფებში ვურიგებ ბარათებს და ვაძლევ დავალებას დაახასიათონ თითო პერსონაჟი და ერთმა მოსწავლემ გააკეთოს პრეზენტაცია. /5წუთი/
VI- აქტივობა.  ახლა კი შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი.თამაში ცხელი სკამი ერთი მოსწავლე გამოდის ჯდება სკამზე,დანარჩენები კითხვებს დასვამენ. / 3წუთი/

საშინაო დავალება: გააგრძელეT  მოთხრობა სახლში



No comments:

Post a Comment